რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირებაა. ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები, ერთმანეთის შემდეგ, უკვე საკუთარ ამომრჩეველსაც აკრიტიკებენ.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ არ ესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მას ხალხის გაღვიძების ვალდებულება აქვს.
პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ხატია დეკანოიძის თქმით, პასუხისმგებლობისგან გაქცევის პრობლემა არ დგას.
"ხალხის მობილიზაციის პრობლემა, არ მგონია, რომ იყოს. არ მინახავს ზურას ვიდეო. ძალიან ბევრი საქმე მქონდა... მე არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ან ჩვენ ან რომელიმე ადამიანი, მთელი ამ წლების მანძილზე, პასუხისმგებლობას გავქცეოდით", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციის გეგმების უპერსპექტივობაზე და რადიკალურ მიზნებზე საუბრობენ მმართველ გუნდში.