ანა წითლიძე პარტია "ლელოს" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

ანა წითლიძე

სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ  უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს "ლელოს" წარმომადგენელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

მან "ლელო" მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები "ჩემოდნით დადიოდნენ" და "ნაცმოძრაობის" წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.

"ამაში ხომ იტყუებოდნენ და რომ ვიძახი, ჩემოდნით დადიოდნენ-მეთქი, იცი როგორ დადიოდნენ ჩვენს ადამიანებთან, ლიდერები ვინც გვყავს, სოფლებში? ასე ეუბნებოდნენ "ლელოს" წარმომადგენლები, რომ "ნაცები" მაინც მონაწილეობას არ იღებთ, ან ჩვენ დაგვეხმარეთ, ჩვენი კანდიდატი იყავით და ფული გვაქვს ულევი; რამდენიც გინდათ და რამდენიც დაგჭირდებათ, ამ ყველაფერში, იმდენი გექნებათ - და უკაცრავად, მოსყიდვა სხვა რა არის?" - განაცხადა ანა წითლიძემ.