"ამჯერად, ხდება უნივერსიტეტებზე თავდასხმის ფაქტების კვლავ გაცნობა საზოგადოებისთვის" - დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე

დავით მათიკაშვილი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს. მომდევნო კვირას კონსტიტუციის დარბაზში საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საქმეს განიხილავენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, მისი შეფასებით, იმ უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არსებობდა.

"2012 წლამდე არსებული ტერორი, რომელიც ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე განიცადა, კიდევ ერთხელ ხდება ამის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიცემა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ჭრილში. ამჯერად, ხდება უნივერსიტეტებზე თავდასხმის ფაქტების კვლავ გაცნობა საზოგადოებისთვის. ის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება, რომელიც სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს ჰქონდა საკუთარ საზოგადოებასთან მიმართებით, განსაკუთრებით, ეს არის მნიშვნელოვანი, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც, თავისი ასაკიდან გამომდინარე, იმ პერიოდში ვერ შეიცნეს სრული სიმძაფრე არსებული ვითარების", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.