1747034530
ალბათ, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ეს იქნება მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია იმის, რაც მათი ხელწერაა, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება - ლევან მახაშვილი

ალბათ, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ეს იქნება მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია იმის, რაც მათი ხელწერაა, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ისინი დაბეჯითებით საპირისპიროს საუბრობდნენ, მაგრამ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის რთული არჩევანის წინაშე არიან – საკუთარი ტყუილები გამოიტანონ საჯაროდ და განაცხადონ, რომ მოსახლეობას ატყუებდნენ და რეალურად არაფერი იყო, თუ მაინც საარჩევნი დაპირისპირებაში შევიდნენ. ალბათ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს იქნება მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია იმის, რაც მათი ხელწერაა – საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება“,- განაცხადა მახაშვილმა.