ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არავის აპატიებს საცხოვრებელ კორპუსებსა და უიარაღო ადამიანებზე სროლას, ასობით მსხვერპლს და ათასობით ადამიანისთვის მიყენებულ ტანჯვას.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ შენდობის კვირას ადამიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, მაგრამ ბევრ ადამიანს ამის შესახებ საერთოდ არ ახსოვდა. ზელენსკის განცხადებით, ამ სიტყვებმა დღეს აზრი დაკარგა, ნაწილობრივ მაინც – ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინამ განიცადა.
„ჩვენ არ ვაპატიებთ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებს, არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ოხმატდეტის“ თავზე და 500-ზე მეტ ასეთ რაკეტას, რომლებიც მოხვდა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში, ჩვენს ხალხს, ბავშვებს. ჩვენ არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ჩვენ არ ვაპატიებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას. და ღმერთი არ აპატიებს დღეს, ხვალ, არასდროს. პატიების ნაცვლად, იქნება განკითხვის დღე. დარწმუნებული ვარ ამაში“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა