36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ხარკოვში განხორციელებულ დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო დანაშაულად აფასებს.
„ეს მკაფიოდ სამხედრო დანაშაულია. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი ზონა. არავითარი სამხედრო დაწესებულებები. ათობით მოწმემ აღბეჭდა მტკიცებულება, რომ ის არ იყო ერთეული შეცდომითი გასროლა, არამედ გაცნობიერებულად ხალხის განადგურება. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად გაიმართება საერთაშორისო ტრიბუნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხარკოვში კასეტური ბომბების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.