1750017082
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეევკაზე კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადა

უკრაინა სუმის ოლქში სოფელ ანდრეევკაზე კონტროლის დაბრუნების შესახებ იუწყება. ცნობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვისას გაავრცელა, მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს რუსი ოკუპანტების გადევნის ოპერაცია პოკროვსკის მიმართულებითაც.
„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის წინა ხაზზე არსებული ვითარების შესახებ მომახსენა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება პოკროვსკისა და სუმის მიმართულებებს ექცევა. ჩვენ წარმატებით ვასრულებთ რუსების განდევნის ოპერაციას. 225-ე ბრიგადის წყალობით, უკვე დავიბრუნეთ კონტროლი სუმის რეგიონის სოფელ ანდრეევკაზე. 425-ე ბრიგადა კი წარმატებით მოქმედებს პოკროვსკის მიმართულებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.