„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
განვაგრძე დიალოგი ბორის ჯონსონთან, ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„განვაგრძე დიალოგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. განვიხილეთ მისი ბოლო ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები, პირველ რიგში თავდაცვასა და მაკროფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მე მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე, კერძოდ მარიუპოლში არსებული ვითარების შესახებ. ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“.
