„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პეკინში გამართულ ზამთრის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიის დროს ჩათვლიმა.
სწორედ მაშინ, როცა პეკინის ეროვნულ სტადიონზე უკრიანის დელეგაციამ ჩაიარა, არენის ტრიბუნაზე მოკალათებულ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს თვალები დახუჭული ჰქონდა და თვლემდა.
ამერიკული NBC-ის რეჟისორმა ტრანსლაციის დროს კადრში პუტინი სწორედ უკრაინის დელეგაციის ჩავლის დროს მოახვედრა.
კადრებში ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი თვლემს, შემდეგ კი უცებ ფხიზლდება.