1755460703
ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი - ზელენსკი

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ხვალ გამართავს. მასთან ერთად ტრამპმა მოლაპარაკებებზე ევროპის ლიდერებიც მიიწვია. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს გერმანიის კანცლერმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა. როგორც გამოცემა Politico წერს, შეხვედრას სავარაუდოდ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც დაესწრებიან.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში ზელენსკიმ დაწერა.
„ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად და მადლობელი ვარ მიწვევისთვის. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი და დადგინდეს, რა ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტიანი“, - წერს ზელენსკი.