საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1746699788
უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს და პოზიციები აღადგინეს ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპცისთან.
უკრაინის ძალებმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე დაიბრუნეს კონტროლი. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური პროექტი DeepState ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინულ მედიასთან ადასტურებს უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადა „ქარტიაც“.
„უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადამ „ქარტიამ“, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით, დაასრულა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ხარკოვის ოლქის ლიპცის ჩრდილოეთით ტყის მასივის გასათავისუფლებლად. დეოკუპირებული ტერიტორიის საერთო ფართობი 200 ჰექტარზე მეტია“, – აცხადებენ „ქარტიაში“.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა ხუთ თვეზე მეტი გრძელდებოდა, რის შედეგადაც თავდაცვის ძალებმა შეძლეს რუსების განდევნა და ტაქტიკურად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა.
უკრაინის ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას რუსეთის მხარეს მოკლული და დაჭრილია 1500-მდე ჯარისკაცი. რუსეთმა დაკარგა 200 ერთეულზე მეტი იარაღი და 175 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1746699788