ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
უკრაინელების 74% ომის დასრულებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირდაპირი დიალოგის გამართვას ემხრობა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, კვლევა 18 მარტს ჩატარდა.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 25% პრეზიდენტებს შორის ასეთი დიალოგის გამართვის წინააღმდეგია.
გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა - 89% უარყოფითად არის განწყობილი უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე რუსეთთან დროებითი ზავის ხელმოწერის საკითხზე.
გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 90% გამარჯვებაში დარწმუნებულია, 70%-ზე მეტი უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.