„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
უკრაინაში, რივნის ოლქში გუშინ მომხდარი მასშტაბური ავარიის მსხვერპლის რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
ავარია დუბნოს რაიონის სოფელ სიტნოიეს მახლობლად, "კიევ-ჩოპის" საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს ბენზინმზიდი, სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდათ.
დაღუპულთა შორის 24 მგზავრი და 2 მძღოლია - ავტობუსის და მსუბუქი მანქანის. დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის, ავტობუსის 11 მგზავრი და ბენზინმზიდის მძღოლი.
ავტობუსს მგზავრები პოლონეთში მიჰყავდა. ისინი ჟიტომირის, კიევის, ჩერნიჰივის, ხარკივისა და ხმელნიცკის რეგიონებიდან იყვნენ.
დაღუპულთა შორის ყველაზე უმცროსი 17 წლისაა.