ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის კომპლექსებს გაუგზავნის

იარაღი

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები, უკრაინას პატრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს გაუგზავნის. ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია როდის და რამდენ სისტემას მიაწვდის კიევს.

„ჯერ არ შემითანხმებია რაოდენობა, მაგრამ კიევი მიიღებს Patriot-ის სისტემებს. ისინი უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება, რადგანაც პუტინის ქმედებები ბევრს აკვირვებს. დღისით ლამაზად საუბრობს, საღამოს კი უკრაინას ბომბავს. ეს პრობლემაა და მე ეს არ მომწონს“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ამერიკული სამხედრო დახმარების დეტალებს დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი და კიტ კელოგი შეათანხმებენ. შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიევში დღეს ჩავა.