„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს. სარაკეტო შეტევა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, დაბომბვის შედეგად, 4 მრავალსართულიანი კორპუსი და ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია 2 დაღუპულისა და 20 - მდე დაშავებულის შესახებ. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.