რუსეთის მიერ კიევზე წუხელ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კიევი

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს სვიატოშინსკის, სოლომენსკის, შევჩენკოვსკისა და დნეპროვსკის რაიონებში.

სვიატოშინსკის რაიონში დრონის ფრაგმენტები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

შევჩენკოვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. შედეგად ხანძარი გაჩნდა.