„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ოლქში დნეპროუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპორიჟიას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„ომის დანაშაულები სისტემური ხდება. დნეპროუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს“, - წერს სტარუხი.
შეგახსენებთ, რომ ეს რუსების მიერ მერის მეორე გატაცებაა ზაპოროჟიეს რეგიონში. 11 მარტს რუსმა დამპყრობლებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი.