ცნობილია, თანხა, რომელიც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით გამოიმუშავა
1748726665
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონბასში ნელ, მაგრამ საგრძნობ პროგრესს აღწევს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვშიშობ, რომ პუტინი, თავისთვის და თავისი სამხედროებისთვის დიდ ფასად განაგრძობს მიწის თხრას დონბასში. ის განაგრძობს ეტაპობრივი, ნელი, თუმცა ვშიშობ, ხელშესახები პროგრესის მიღწევას და შესაბამისად, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, სარაკეტო სისტემების ჩათვლით. ამასთან, მან კონფლიქტის დასრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.