„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
პოლონეთმა 50 რუსულ კომპანიას და მათ შორის - „გაზპრომს“ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პოლონეთის შავ სიაში მოხვდნენ რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და ასევე ქიმიკატებისა და სასუქების მწარმოებელი „აკრონი“. ნუსხაში შეიყვანეს ქვანახშირით მოვაჭრე კომპანია „სუეკ პოლსკა“ და „კტკ პოლსკა“.
პოლონეთში განაცხადეს, რომ იმ ინდივიდუალური პირებისა და კომპანიების სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება, უახლოეს ხანში გაფართოვდება.