„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინაში გამწვავებული ვითარების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ ის და მისი მეუღლე უკრაინაში არიან.
ზელენსკიმ ,,ფეისბუქზე“ მეუღლესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა.
,,საღამო მშვიდობისა ყველას. დღეს 2022 წლის 14 თებერვალია. მე და ჩემი ცოლი ამ ვიდეოს უბრალოდ არ ვიღებთ. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ყველას, რომ ერთად ვართ, სახლში ვართ, უკრაინაში“, - ამბობს ზელენსკი.
ოლენა ზელენსკამ საზოგადოებას ვალენტინობა მიულოცა და ადამიანებს ერთმანეთის და უკრაინის სიყვარულისკენ მოუწოდა.
,,გილოცავთ ყველას ვალენტინობას. გვინდა, გითხრათ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს უკრაინა“, - ამბობს ოლენა ზელენსკაია.