1753353596
ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმა განახორციელა

ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმა განახორციელა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთიდა დაიჭრა ერთი ადამიანი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.