ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებული იქნება.
გებრეისუსის განმარტებით, პანდემიის დასრულება საზოგადოების არჩევანზეა დამოკიდებული.
„ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება წელს, რა თქმა უნდა, ერთი პირობით, თუ წლის შუა პერიოდში, ივნის-ივლისში, ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს.
თუ ეს მოხდება, მწვავე ფაზა ნამდვილად შეიძლება დასრულდეს და სწორედ ამას ველოდებით. ეს ჩვენს ხელშია. ეს არ არის შემთხვევითობის საკითხი, ეს არჩევანის საკითხია“, - აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი