სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება
1779478483
ამერიკელი მომღერალი მადონა უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გამოეხმაურა. მის მიერ ჩაწერილ ვიდეორგოლში მომღერალმა პუტინი ჰიტლერსა და ლენინს შეადარა.
მადონას თქმით, რუსეთის უაზრო სიხარბეზე დაფუძნებული შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, უნდა შეჩერდეს.
„გთხოვთ, გაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება, რათა დაეხმაროთ უკრაინის მილიონობით მოქალაქეს, რომელთა ცხოვრება დაზარალდა ამ კრიზისის გამო. პუტინმა დაარღვია ყველა არსებული შეთანხმება ადამიანის უფლებების შესახებ. პუტინს არ აქვს უფლება ეცადოს, გაანადგუროს უკრაინის არსებობა,“ - განაცხადა მადონამ.
მან მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართაც გამოხატა.
„ჩვენ მხარს გიჭერთ, პრეზიდენტო ზელენსკი! ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის! უფალმა დაგიფაროთ! არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როდესაც ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკურ მოქმედებებს ვაწყდებით. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“ - განაცხადა მადონამ.
სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება
1779478483
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779477604