„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის ღიაა დამატებითი სანქციებისთვის. ეს განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„მიმდინარე კვირაში საუბარი მექნება „დიდი შვიდეულის“ წევრებთან იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.