1751744974
ზელენსკიმ ტრამპთან ბოლო სატელეფონო საუბარს „საუკეთესო“ უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ლიდერთან პარასკევს გამართული საუბარი საუკეთესო იყო და დონალდ ტრამპს უკრაინის დასახმარებლად მზადყოფნისთვის მადლობას უხდის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან ერთობლივი მუშაობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა უკვე წელს ასობით ათას დრონს მიიღებს.
„დონალდ ტრამპთან ეს საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო საუბარი იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემაც განვიხილეთ. მადლობელი ვართ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ „პეტრიოტებია“ რუსული ბალისტიკისგან დაცვის გასაღები. დრონებთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით. მიმდინარე კვირას მიღწეულია შეთანხმება უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის. ეს უკრაინას კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს“, - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციული ღამის მიმართვის დროს.