საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1752176870
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის პირობები დაასახელა.
„ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ მეორე შეხვედრის დროს - დავასრულოთ სტამბოლში შეთანხმებული [ტყვეთა] გაცვლები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში, 2 ივნისს გაიმართა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიდნენ მძიმედ დაჭრილ სამხედროებსა და 25 წლამდე ტყვეებს, ასევე ერთმანეთს გადასცემდნენ ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების 6 000 ცხედარს.
ამის შემდეგ შედგა სამხედრო ტყვეების გაცვლის რამდენიმე რაუნდი - კერძოდ, 9, 10, 12, 19 და 20 ივნისს.
პარალელურად გრძელდებოდა დაღუპულთა ცხედრების გაცვლაც.