ზელენსკი: ფსონები ნამდვილად მაღალია, შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ, ომის დასრულების დროა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალასკაში დღევანდელი შეხვედრის ფსონი ნამდვილად მაღალია. ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის პოსტს, რომ ფსონები მაღალია.

„მთავარია, რომ ამ შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ და არსებითი დისკუსია ლიდერებს შორის სამხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსული მხარე. ომის დასრულების დროა, რუსეთმა საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს. მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ვიმუშაოთ რაც შეიძლება პროდუქტიულად“, – დაწერა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპმა ალასკაში გამგზავრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფსონები მაღალია.