„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ომის ფრონტზე ბალანსი შეიცვალა, - განაცხადა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის აქტივობამ რუსეთისას გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. მანამდე უკრაინელებმა მოსკოვის ოლქზე დრონებით ყველაზე მასირებული იერიში მიიტანეს, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა.
„ბევრი რამ გაკეთდა, რამაც ფრონტზე ბალანსის შეცვლა განაპირობა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი აქტივობის მაჩვენებელი აჭარბებს რუსების აქტივობის მაჩვენებელს, რაც ძალიან სერიოზული შედეგია. ჩვენ გავზრდით ჩვენი არმიისთვის ყველა სახის მიწოდებას - დრონების, ნაღმმტყორცნების, საბრძოლო მასალის - ყველა რესურსის, ადეკვატური დაცვისა და ფრონტზე ჩვენი აქტიური ოპერაციების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.