„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფისის პოლიტიკური დირექტორი და დეპუტატი ბალაშ ორბანი აცხადებს, რომ ქვეყანა უცხო ძალების მიერ დაფინანსებული, სოროსის ქსელის და არასამთავრობოების წინააღმდეგ დღემდე იბრძვის.
ბალაშ ორბანი განმარტავს, რომ USAID-ის გაუქმების შემდეგ, ბრიუსელის ელიტამ სუვერენული მთავრობების წინააღმდეგ ენჯეოებისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით ბრძოლის დაფინანსება თავის თავზე აიღო.
ბალაშ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკრაინაში ომის გახანგრძლივებას ყოველგვარი სტრატეგიული მიზნების გარეშე უჭერენ მხარს.
„სოროსს თავისი დღის წესრიგი აქვს. მის ქსელში ერთიანდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და აკადემიური ინსტიტუტები, რომლებიც ე.წ. ღია საზოგადოების გზით უპირისპირდებიან ეროვნული სუვერენიტეტის დამცველ მთავრობებს - მთავრობებს, რომლებიც საღ აზრს ემხრობიან. ვიბრძვით ამ უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული ქსელის წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. USAID-ი აფინანსებდა უნგრეთში მთავრობის ლიბერალურ ოპონენტებს. ეს უდიდესი კორუფციული სკანდალია. ტრამპმა USAID-ის დაფინანსება გააუქმა, თუმცა ახლა ცდილობენ, რომ ბრიუსელის დაფინანსების სტრუქტურები გამოიყენონ ამ აქტივობებისთვის. ამიტომაც ჩვენთან ბრძოლა გრძელდება., რადგან ბრიუსელის ინსტიტუტები უჭერენ მხარს მედიას, NGO-ეს და სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომ დაუპირისპირდნენ კონსერვატიულ ძალებს. ეს არის ბრძოლა ბრიუსელსა და წევრ-სახელმწიფოებს შორის. ჩვენ მშვიდობას ვემხრობით, თუმცა ვწუხვარ, რომ ევროპის შიგნით ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც ომის გაგრძელებისკენ ისწრაფვიან, თანაც ისე, რომ ამის სტრატეგიული საფუძველი არ არსებობს“, - თქვა ბალაშ ორბანმა.