„დედისერთა იყო...“ - უმძიმესი ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია
1755716181
გერმანიაში იმედოვნებენ, რომ ჩინეთი უფრო მეტად ჩაერთვება უკრაინის სამშვიდობო პროცესებში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
ვადეფულის თქმით, თითქოს არცერთ სახელმწიფოს არ აქვს რუსეთზე იმხელა გალენა, როგორიც ჩინეთს.
„სამწუხაროდ ჩინეთს აქამდე არ გამოუყენებია მისი შესაძლებლობა, თუმცა არც ახლაა გვიანი”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთი თავად განსაზღვრავს საკუთარ პოზიციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის კონტექსტში.
„ჩინეთი მნიშვნელოვანი, უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს, დიდი ეკონომიკური გავლენა აქვს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ჩვენ დიდი ხანია, მოვუწოდებთ ჩინეთს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები ომის დასრულების უზრუნველსაყოფად“,-აღნიშნა ვადეფულმა.
მისივე თქმით, ეს საკითხი მის ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იმთან, ბოლო საუბრის დროს წამოჭრა და თქვა, რომ ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ ამ მოწოდებას პეკინში გაითვალისწინებენ.