„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
პირველი ლედი დიდ ბრიტანეთში ვიზიტით იმყოფება. უკრაინის პირველმა ლედიმ დიდი ბრიტანეთის მონარქს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ლონდონში, უკრაინულ კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პირველი ლედი შეხვდა პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს და მის მეუღლესაც. ზელენსკამ ასევე სიტყვით მიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს და წარადგინა თავისი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი უდიდებულესობა პოულობს დროს და კეთილ სიტყვებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად -ის ახლახანს ეწვია მათ შოტლანდიაში და მანამდე რუმინეთში”, - თქვა ზელენსკამ.
ზელენსკამ დასძინა, რომ ლონდონში ყოფნისას გრძნობს, რომ მხარდაჭერა „ძლიერდება და მასთან ერთად - მათი მეგობრობაც“.