უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ

უკრან

 საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ოკუპანტებმა ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა - რეგიონებში აფეთქებების ხმა ისმის. დარტყმები იყო კიევზე. დაზიანებულია მეტროსადგური "ლუკიანოვსკაიას" შესასვლელი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი, ამდენივე დაშავდა.

აფეთქებების ფონზე უწევთ მუშაობა მედიკოსებსა და მეხანძრე მაშველებს დარნიცკის, დნეპროვსკის, სოლომენსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში.