თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა

თოვლი ივლისში

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა. როგორც მედია წერს, ქალაქ რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.

რიზე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრის დაშორებით.

ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, აქამდე ივლისში თოვლი არასდროს უნახავს.

„რიზეში ჩვენ მიჩვეულნი ვართ ამინდის ანომალიურ ცვლილებებს. მარტში რამდენჯერმე გვქონია თოვლი, მაგრამ ასეთი ბევრი არასდროს. ხანდაზმულები ამბობენ, რომ 30-40 წლის წინ უნახავთ ივლისში თოვლი, მაგრამ ასეთი არასდროს“, – აღნიშნავს ადგილობრივი ჟურნალისტი.

თოვლმა, სულ მცირე, 100 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია მოიცვა. ყველაზე მეტად კი ქალაქ ართვინში შექმნა პრობლემები.

ამავე დროს, ქვეყნის სხვა ნაწილებში ხანძრები გრძელდება. შედეგად, იზმირში ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძრების უმეტესობა გაფუჭებულმა ელექტროკაბელებმა გამოიწვია. 44 ეჭვმიტანილი დაკავებულია – ძირითადად მუშები და ფერმერები.