ცნობილია „ტიტანიკის“ მგზავრი, რომლის სამაშველო ჟილეტი, აუქციონზე 715 ათას დოლარად  გაიყიდა

ტიტანიკი

„ტიტანიკის“ მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე 715 ათას დოლარად  გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლმა Henry Aldridge & Son-მა განაცხადა.

 ეს არის ერთ-ერთი იმ იშვიათად შემორჩენილი სამაშველო ჟილეტებიდან, რომელიც ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ხომალდს ეკუთვნოდა. იგი პირველად გაიტანეს აუქციონზე ქალაქ დივაიზისში, ინგლისის უილტშირის საგრაფოში.

სააგენტოს ცნობით, ჟილეტი ეკუთვნოდა პირველი კლასის მგზავრს ლორა მეიბელ ფრანკატელის. მან ის ჩაიცვა, როდესაც „ტიტანიკის“ აისბერგთან შეჯახების შემდეგ სამაშველო ნავში ჯდებოდა. მოგვიანებით ქალმა დატოვა თავისი ხელმოწერა ჟილეტზე სხვა გადარჩენილ მგზავრებთან ერთად, რომლებიც მასთან ერთად იმავე ნავში იმყოფებოდნენ. ფრანკატელის ოჯახი ამ ნივთს ათწლეულების განმავლობაში ინახავდა, შემდეგ კი იგი კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

ჟილეტის გარდა, აუქციონზე გაიყიდა გაზეთიდან ამოჭრილი ფოტოსურათი, სადაც ფრანკატელი გამოსახულია სამაშველო ნავში მყოფ სხვა მგზავრებთან ერთად, ასევე მისი წერილის ფოტოკოპია, რომელშიც ის კატასტროფას აღწერს.