ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ

ანტონიუ კოშტა

აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, 19 აგვისტოს ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ-თან ერთად, ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაიცავს უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს“, – წერს კოშტა.