1747078777
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სტამბოლში ჩავიდეს, სადაც ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სტამბოლში ჩავიდეს, სადაც ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს.
„იქ ჩაფრენაზე ვფიქრობდი. არის შესაძლებლობა, თუ ვიფიქრებ, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. ეს [ომი] უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია „ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ გაიგოს, შეუძლია თუ არა სისხლისღვრის დასრულება“.
მან ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1747078193