თვითმხილველების ინფორმაციით, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი
1752508375
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინას იარაღს, მათ შორის პატრიოტის ტიპის სისტემებს გადასცემს - თუმცა არა უსასყიდლოდ. დონალდ ტრამპის თქმით, იარაღის ღირებულების 100%-ს დაიბრუნებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ კიევისთვის გადაცემული სამხედრო აღჭურვილობის ანაზღაურება ევროკავშირს მოუწევს.
„მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც ასე ძალიან სჭირდებათ, იმიტომ რომ პუტინმა მართლაც ბევრი ადამიანი გააკვირვა. სასიამოვნოდ საუბრობს, საღამოს კი ყველას ბომბავს. ეს პრობლემაა. მე ეს არ მომწონს“, - განაცხადა ტრამპმა.
მას არ დაუზუსტებია ევროკავშირის რომელი ქვეყნები დააფინანსებენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას.