ტრამპის განცხადებით, აშშ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს.

დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელსი აქვეყნებს წერილს, რომელიც კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის გაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ტარიფები პირველი აგვისტოდან ამოქმედდება და გაიზრდება, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიმართავს

ამავდროულად, NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სხვა სავაჭრო პარტნიორებისთვის ზოგადი ტარიფებიც გაიზრდება. ამჟამად, ზოგადი ტარიფები 10%-ია.

„ყველა დანარჩენი ქვეყანა გადაიხდის, იქნება ეს 20% თუ 15%. ამას ახლა გავარჩევთ“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

ცნობისთვის, კანადას და აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებების ვადა 21 ივლისამდე აქვთ შეთანხმების მისაღწევად.