ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ ასეულობით თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა

ამერიკის ხმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრმაპის ადმინისტრაციამ რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ექვსასზე მეტ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ამგვარად, მედიაორგანიზაციის თანამშრომელთა რიცხვი 200-ზე ნაკლები რჩება, რაც 2025 წლის დასაწყისში არსებული პერსონალის მეშვიდედია.

„დღეს ჩვენ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი კონტროლიდან გასული ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის პროგრამის განსახორციელებლად“, – ციტირებს გამოცემა ტრამპის უფროს მრჩეველს, კარი ლეიკს.

გადაწყვეტილებით აგრეთვე, უქმდება „ამერიკის ხმის“ ზედამხედველი სააგენტოს, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს 1 400 სამუშაო ადგილი, რაც გულისხმობს პერსონალის დაახლოებით 85%-ით შემცირებას.