„19:07 საათი...“ - ამოღებულია კადრები ტრაგედიის ადგილიდან
1752525121
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში 17 ერთეული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სისტემების უმეტესობა ბრძოლის ველზე იქნება. ეს განცხადება ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართული ბრიფინგის დროს გაკეთდა.
„უკრაინა შეძლებს მართლაც უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ტექნიკის მიღებას, როგორც საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე რაკეტებს, საბრძოლო მასალას და ასე შემდეგ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ზოგიერთი სისტემა უკრაინაში ძალიან მალე ჩავა.