ტრამპი: ტარიფების დაწესება ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მდიდარს გახდის

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფების დაწესება ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მდიდარს გახდის.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მეორე ვადის განმავლობაში უკვე მიღწეულია „ძალიან ბევრი შესანიშნავი რამ“.

„ჩვენ შევძლებთ ვალების გადახდას და თქვენს გადასახადებს ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირებთ, რადგან უზარმაზარი რაოდენობის თანხები შემოვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკვე მზადდება საგადასახადო შეღავათების ახალი პაკეტი, რომელიც მან „დიდებულ მშვენიერ გარიგებად“ მოიხსენია.