„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო ვაშინგტონში გამართული ერთდღიანი სამლოცველო ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
„ქრისტიანობა შესანიშნავი რამ არის ჩვენი ქვეყნისთვის“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს სამშაბათს თეთრ სახლში. - „ჩვენი წარმატებები სწორედ ქრისტიანობასა და რელიგიას ეფუძნება, ამიტომ მე ამით ძალიან ვამაყობ“.
ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა გასულ უქმეებზე გამართულ სამლოცველო ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის 250 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა და რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები და „რესპუბლიკელი“ კანონმდებლები მონაწილეობდნენ.
ტრამპმა ამ დღეს „ლამაზი დღე“ უწოდა.
„შეხედეთ დღევანდელ ეკლესიებს, ისინი სავსეა“, - თქვა მან. - „ორი-სამი წლის წინ, არავინ დადიოდა. ასე რომ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ“.