ტრამპი: ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება იმ ადამიანების რჩევები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ კონფლიქტებზე და ვერასდროს შეძლეს მათი შეჩერება

ტრამპი

ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება იმ ადამიანების რჩევები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ კონფლიქტებზე და ვერასდროს შეძლეს მათი შეჩერება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ისინი „სულელი“ ადამიანები არიან, რომლებსაც არ აქვთ საღი აზრი, ინტელექტი ან გაგება და მხოლოდ უფრო ართულებენ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კატასტროფის მოგვარებას. მე ამას შევძლებ - ყოველთვის ვახერხებ!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის არასდროს მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მძინარა ჯო ბაიდენის ომია და არა მისი.