The New York Times: ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმისთვის ირანმა რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა მოამზადა

ირანმა რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა მოამზადა

ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმისთვის ირანმა რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა მოამზადა. ინფორმაციას The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, თეირანს საპასუხო რეაგირება ექნება.

The New York Times-ის ცნობით, ირანელების სამიზნე, შესაძლოა, ერაყსა და არაბულ ქვეყნებში განთავსებული ამერიკული ბაზები გახდეს. გარდა ამისა, ირანმა, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტის დანაღმვაც დაიწყოს.