LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ამიერიდან "სამი-სამზე“ ფორმატში გაიმართება.
პრეზიდენტს შეუერთდებიან თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს გაფართოებულ სამუშაო სადილზე შეუერთდებიან რუბიო, ვიტკოფი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი, სუზი უაილსი.