სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
თეთრი სახლის პრესმდივნის, კაროლინ ლევიტის განცხადებით, შეერთებული შტატების რამდენიმე საავადმყოფომ ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციების და ჰორმონალური თერაპიის ჩატარება შეწყვიტა.
ლევიტმა აღნიშნა, რომ კლინიკებმა ეს გადაწყვეტილება ბავშვთა სქესობრივი დასახიჩრების აკრძალვის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე მიიღეს.
თეთრი სახლი ასევე მიესალმება კონგრესში უცხოური დახმარების 9 მილიარდი დოლარით შემცირების ფაქტს, რადგან თანხა უცხო ქვეყნებში ლგბტ პროპაგანდას არ მოხმარდება.
„პრეზიდენტი ტრამპი აღმასრულებელი ბრძანებით იცავს ბავშვებს ქირურგიული და ქიმიური დასახიჩრებისგან. ის საავადმყოფოები, სადაც ყველაზე მასობრივად ხორციელდებოდა ეს ბარბაროსული პრაქტიკა ამიერიდან ბავშვთა სქესის შეცვლის ამ პროცედურებს შეწყვეტენ. ეს სახიფათო პოლიტიკა ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ემსახურებოდა რადიკალურ ტრანსგენდერულ იდეოლოგიას. მივესალმებით 9 მილიარდი დოლარის შემცირებას უცხოურ დახმარებასა და მაუწყებლებზე. მილიონობით დოლარი იხარჯებოდა, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ლგბტქ თემის ინტეგრაციაზე“, - თქვა ლევიტმა.