თეთრი სახლი ტრამპის დემონიზაციასა და მის ჰიტლერთან შედარებას პოლიტიკური ძალადობის მიზეზად ასახელებს

კეროლაინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ძალადობაში ტრამპისა და მისი მხარდამჭერების „სისტემური დემონიზაცია“ დაადანაშაულა.

„ეს სიძულვილით აღსავსე, მუდმივი და ძალადობრივი რიტორიკა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისკენ არის მიმართული 11 წლის განმავლობაში, დაეხმარა ამ ძალადობის ლეგიტიმაციას და მიგვიყვანა ამ ბნელ მომენტამდე“, - განაცხადა მან პრესბრიფინგზე.

მან ასევე დასძინა: „ისინი, ვინც პოლიტიკური ქულების დასაწერად პრეზიდენტს მუდმივად და ყალბად აკრავენ ფაშისტის იარლიყს, ცილს სწამებენ მას, თითქოს ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ადარებენ ჰიტლერს, სწორედ ისინი უწყობენ ხელს ამგვარ ძალადობას“.