ტერაქტი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში - დაღუპულია, 20 ადამიანი, დაშავდა 13

ტერაქტი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში

ტერაქტი დამასკოში - ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავი ტერორისტმა აიფეთქა. დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 13.

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. მან ეკლესიაში შესვლის შემდეგ ცეცხლი გახსნა და სხეულზე მიმაგრებული დეტონატორი აამოქმედა.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დამასკოში ეს პირველი მსგავსი თავდასხმაა.