„გოგოებო! იცოდეთ, რომ მე თქვენთვისაც ვიბრძოლებ...“ - სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს
1754989267
ტელეკომპანია Al Jazeera-ს თანამშრომლებმა ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულ ჟურნალისტებს პატივი მიაგეს.
სამგლოვიარო აქცია პროტესტსაც მოიცავდა. ტელეარხის წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია ჟურნალისტებს იწირავს, თუმცა, ამის მიუხედავად, მედიასაშუალება სექტორში განვითარებული მოვლენების გაშუქებას არ შეწყვეტს.
Al Jazeera-ს ხუთი ჟურნალისტი ორი დღის წინ, ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშისას დაიღუპა. მედიის წარმომადგენლების ცნობით, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დროს 238 ჟურნალისტია დაღუპული.