ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია

ტეხასი

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ადგილობრივი ხელისუფლება კიდე 27 ადამიანს ეძებს, რომლებიც მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მდინარე ადიდდა.

ტეხასში სტიქიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმაროს.

მისივე თქმით, ტეხასში უკვე გაემგზავრა ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი.

„მე და მელანია ვლოცულობთ ყველა ოჯახისთვის, რომელსაც ეს ტრაგედია შეეხო. ჩვენი საგანგებო სამსახურების მამაცი თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ და აკეთებ ყველაფერს რაც შესაძლებელია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.